სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას ეხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას ეხება.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავ ორგანიებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძემ განაცხადა, უწყების გადაწყვეტილება როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჩივრა.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მოცულობითია, დაახლოებით, 70 გვერდი, სამართლებრივად დასაბუთებულია, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. ეს გადაწყვეტილება იუსტიიციის სამინისტროს მიმართ გამოტანილი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და ასევე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. ვინაიდან ეს გადაწყვეტილება საერთო ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირდება, მოიცავს მონაცემების დამუშავების რამდნეიმე ეპიზოდს, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას დავაყენებთ, რომ ეს პროცესები გაერთიანდეს და ერთი მოსამართლის მიერ იქნეს განხილული. ეს უკავშირდება როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში საკვების თუ სხვა პროდუქტების შეძენის ეპიზოდს, ასევე კვების ამსახველი ვიდეოჩანაწრების გასაჯაროებას, სააკაშვილის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოყვანის და პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის ვიდეოჩანაწერებს, ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, რომელიც გადაღებული იქნა რეანომობილში, სადაც ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოიცავს 6 ეპიზოდს, აქედან ორ ნაწილში სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო",- განაცხადა ჩონიაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა