რუსეთში კორონავირუსის 21 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 935 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 21 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 437 152-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24-საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 935 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 306 090 შეადგინა.

პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 9 337 447 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან 43 961 - ბოლო 24 საათში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს