ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის თანახმადაც, ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70% უნდა იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, მოზრდილ მოსახლეობაში ორჯერადად აცრილების დაახლოებით 40 პროცენტზე ავალთ.

„60 პროცენტი გვქონდა დასახული. გიდასტურებთ, რომ წლევანდელ გეგმას ჩვენ ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება გეგმის განახლება, რომლის მიხედვითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის - 70 პროცენტზე ასვლა. ოღონდ, დაყოფილია, როგორ უნდა ავიდეთ 70 პროცენტზე. ამას შემდეგ გაგაცნობთ. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ გვქონდეს 90%-იანი მოცვა, შემდეგ 50-დან 60-მდე 80%-იანი და შემდგომ უფრო დაბალი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა