ნიკა სიმონიშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესს არაფერი აქვს საერთო ინსტიტუციის გაძლიერებასთან

ისევე როგორც წარმოდგენილი კანონპროექტი, დღეს წარმართული განხილვაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პროცესებს არაფერი აქვს საერთო ინსტიტუციის გაძლიერებასთან, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი ერთადერთ მიზანს ემსახურება - კონკრეტული თანამდებობის პირების ჩამოშორებას და მათზე პოლიტიკურ თავდასხმას.

„ეს ხელოვნური დაშლა და დაყოფა ემსახურება კონკრეტული თანამდებობის პირების ჩამოშორებას და მათზე პოლიტიკურ თავდასხმას. ხელისუფლებას არ აქვს არავითარი სერიოზული არგუმენტი იმისა, თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი ჩქარა და ამის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ დროზე სურთ რეალურად მათ ეს პრობლემა მოიშორონ, პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ეს განხილვები, ეს პროცედურები, ეს კანონპროექტები არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, უპატივცემულობა ზოგადად ნებისმიერი დემოკრატიული პროცესის და იმას, რაც დღეს პარლამენტში ხდება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი არ აძლიერებს ინსტიტუციას, ჩვენ თუ ვსაუბრობთ ინსტიტუციის გაძლიერებაზე, აუცილებელია მის ფუნქციურ გაძლიერებაზე ვისაუბროთ და არა მის დაშლასა და კონკრეტული თანამდებობის პირების ჩამოშორებაზე, რა მიზანიც აქვს რეალურად ამ კანონპროექტს და ამით არაფერი არ შეიცვლება და, რა თქმა უნდა, ბევრად უარესისკენ წავა ყველაფერი,“- განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა