გიორგი ტყემალაძე - არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ გარკვეული პოლიტიკური შოუების მოსაწყობად თბილისის მერი საკრებულოში მოდიოდეს

კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დაახლოებით ორი კვირის წინ უკვე იმყოფებოდა, სადაც მან გასული ოთხი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნას გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძის განმარტებით, თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ის გუნდი წარადგინა, რომელთან ერთადაც ამ გეგმების განხორციელებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თბილისის მერს არასდროს აურიდებია თავი საკრებულოში მოსვლისგან და იგი ყოველთვის ყველა კითხვას სცემს პასუხს.

„ოპოზიციას საქმიანი კითხვები არ აქვს. თბილისის მერი დაახლოებით ორი კვირის წინ საკრებულოში უკვე იმყოფებოდა, სადაც მან გასული ოთხი წლის საქმიანობა შეაჯამა, დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და წარადგინა ის გუნდი, რომელთან ერთადაც აპირებს ეს გეგმები განახორციელოს. სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოპოზიციის მხრიდან არცერთი კონკრეტული, საქმიანი კითხვა არ დასმულა. შესაბამისად, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ გარკვეული პოლიტიკური შოუების მოსაწყობად მერი საკრებულოში მოდიოდეს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტი არ დარღვეულა და კახა კალაძემ საკრებულოს ანგარიში უკვე წარუდგინა.

„ოპოზიცია აპელირებს პროცედურაზე და არა შინაარსზე. სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, ისინი კი უბრალოდ საუბრობენ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა