წიგნის „ირაკლი ბათიაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის, ირაკლი ბათიაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მისი წიგნის ,,ირაკლი ბათიაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე ირაკლი ბათიაშვილს საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ,,ქართული კულტურის რაინდის" წოდება მიენიჭა.

წიგნში შესულია უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენლების წერილები. ასევე, წიგნი მოიცავს ირაკლი ბათიაშვილის ეროვნული მოძრაობისდროინდელ და შემდგომი წლების სტატიებს, ესეებს და ფილოსოფიურ ნაშრომებს.

წიგნი დაიბეჭდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში.

წიგნის პრეზენტაციას საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა