გრიგოლ გეგელია - აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პრიორიტეტები აქვს - „ოცნებამ" ნატო-ს შესახებ რეზოლუცია არ განიხილა

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე არ განიხილა „ლელოს“ მიერ ინიცირებული რეზოლუცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 6-პუნქტიანი დოკუმენტი წინა ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ გაიტანა და იქვე, უკვე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისგან, პირობაც მიიღო, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგებოდა ეს საკითხი, დღეს კი კუჭავას თანაპარტიელებმა, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, NATO-ს შესახებ რეზოლუცია არ განიხილა.

„იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არამარტო უკრაინის ფრონტზეა გააქტიურებული, არამედ სრულიად ღიად და პირდაპირ მოითხოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვას საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ასეთ დროს სრულიად წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გააჩნდეს, ვიდრე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებაა.

აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პრიორიტეტები აქვს. ასეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები და უსაფრთხოება კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მმართველი პარტია დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებით და პოლიტიკური სადამსჯელო სპეცოპერაციებითაა დაკავებული. მმართველი გუნდი დღეს ამას უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის დაცვასა და გამტკიცებას.

მინდა მათ შევატყობინო, რომ ევროპარლამენტარები, აშშ სენატისა და კონგრესის საგარეო კომიტეტების წევრები არიან ზედმიწევნით კარგად ინფორმირებული ფრაქცია „ლელოს“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის შესახებ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე. იმედია, "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ამნეზია ხელს არ შეუშლის გაიხსენოს, თუ რა არის ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის გეოპოლიტიკური არჩევანი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოლოდინი“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა