ლევან დოლიძის განცხადებით, მის ნაცვლად საკრებულოში დავით ფარცვანია შევა, თავად კი  საქმიანობას კვლავ გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ საკრებულო დატოვა და მის ნაცვლად ფრაქციაში დავით ფარცვანია შევა, თავად პარტიაში რჩება და საქმიანობას კვლავ გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. ამის შესახებ ლევან დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ჩემი და ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მე გავაგრძელებ მუშაობას იმ საკითხებზე და იმ ფუნქციებით, რომელსაც ვასრულებდი არჩევნებამდე ამ პოლიტიკურ გუნდში.

იმ პრობლემატიკის გათვალისწინებით, რაც საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რომ საკრებულოში ჩემი ან ნებისმიერი დეპუტატის ჩართულობა იყოს ნაწილობრივ. შესაბამისად, ხდება არსებული პოლიტიკური რესურსის ოპტიმალური გამოყენება როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.

დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მე-5 ნომერი იყო, იგი შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მუშაობაში. მე კი გავაგრძელებ საქმიანობას ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე და მონაწილეობას მივიღებ მისი პოლიტიკური გუნდის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრაში.

ადგილმონაცვლეობა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც განახორციელეს, როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში, სულ ეს არის”, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

საკრებულოს წევრებმა გუშინდელ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის" წევრს ლევან დოლიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა