საპატრიარქოს ინფორმაციით, შობის დღესასწაულის შემდეგ უბისის მონასტრის საკითხის შესწავლას კომისია შეუდგება

საპატრიარქოს ინფორმაციით, შობის დღესასწაულის შემდეგ უბისის მონასტრის საკითხის შესწავლას კომისია შეუდგება.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შევიდა წერილი მრავალრიცხოვანი ხელმოწერით.

„აღნიშნული წერილით სოფლის მოსახლეობა საპატრიარქოსაგან ითხოვდა უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების მიქცევას.

განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო იქ არსებული პრობლემების სიმძიმე. თავის მხრივ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა საპატრიარქოსგან მოითხოვა საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნა.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შობის დღესასწაულის შემდეგ უბისის მონასტრის საკითხის შესწავლას შეუდგება კომისია. მანამდე კი საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რათა განსახილველი საკითხი არ გასცდეს ეკლესიური ეთიკის ფარგლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი ორი ბერი, რომლებსაც, აქციის მონაწილეების განცხადებით, "საეჭვო რეპუტაცია აქვთ". აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს კომისიის ჩართულობა მოითხოვეს.

აღნიშნულ აქციას გამოეხმაურა მეუფე მელქისედეკი და მრევლის ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლო და მართული უწოდა. მეუფემ განაცხადა, რომ თავადაც სურს, კომისიამ განიხილოს საკითხი და დადგინდეს რა მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა