უკრაინის საგარეო უწყება - მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა, არასათანადო იყო, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილის ადვოკატებს არ ეცნობათ საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ასევე, მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში უკრაინის კონსული ხვალ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს.

„ქართულმა მხარემ უნდა მისცეს უკრაინელ ექიმებს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევის მიზნით მოინახულონ.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს