აშშ უკრაინას რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერებაში ეხმარება

შეერთებული შტატები დააფინანსებს პროექტებს, მათ შორის სათვალთვალო-სადამკვირვებლო აღჭურვილობას, იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრები გააძლიეროს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

უწყების განმარტებით, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები მოიცავს ვიდეო ჩამწერი სისტემების და დრონების, ასევე მესაზღვრეებისთვის პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენას.

შეგახსენებთ, კიევი მოსკოვს მის საზღვრებთან, შესაძლო თავდასხმის მიზნით, ათობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებაში ადანაშაულებს. რუსეთი თავდასხმის შესახებ გეგმას უარყოფს და უკრაინასა და შეერთებულ შტატებს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ადანაშაულებს. ამასთან, მოსკოვი ნატოსა და აშშ-სგან გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა