ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, დაინფიცირების შემთხვევები 11%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 985 093 ადამიანი დაინფიცირდა, 44 000-ზე მეტი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 11%-ით არის გაზრდილი, თუმცა ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი არ გაზრდილა.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების 57% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.

გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი, 1 185 653 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 611 864 შემთხვევით, საფრანგეთი - 504 642 ინფიცირებულით, იტალია - 257 579 და გერმანია - 197 845 შემთხვევით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს