სილამაზის ტოპ 5 პროცედურა, რომელიც ძალიან აქტუალურია წინასაახალწლო პერიოდში (R)

რა თქმა უნდა, გარეგნობაზე ზრუნვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღესასწაულის პერიოდში, განსაკუთრებით გინდება, იდეალურად გამოიყურებოდე და კორპორატიულებზე, წვეულებებზე თავი ყველაზე მომხიბვლელად და თავდაჯერებულად იგრძნო. ახალი წლის მოსვლა ფსიქოლოგიურად სიახლეებისა და სასიამოვნო ცვლილებებისთვის განგაწყობს. ამ პერიოდში ყველაზე ძალიან გინდა, ყველაფერი უსიამოვნო ძველ წელში დატოვო და დამდეგს განახლებული განწყობით შეხვდე. სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა წინა საახალწლო პერიოდში, სილამაზის პროცედურებზე.

დეკემბრის თვეში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება: იმართება კორპორატიულები, გადაცემის ჩაწერები, თუ სხვადასხვა საინტერესო შეკრებები. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია აპარატული პროცედურები, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია რეაბილიტაციის პერიოდი. კლინიკა მედი ცნობილია კლინიკების ფართო ქსელით, მაღალკვალიფიციური პერსონალითა და ულტრათანამედროვე აპარატურით. მოდით, ვნახოთ, რომელი სილამაზის პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი „მედიში“ - დეკემბრის პერიოდში.

ტოპ 5 beauty პროცედურა, რომელიც წინა საახალწლო პერიოდში ყველაზე აქტუალურია:

  1. მოდელირება ფილერით

დღესდღეობით ბუნებრივი შემავსებლით სახის მოდელირება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა. წინა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია:

სრულიად პატარა დეტალის ცვლილებაც კი გარეგნობაში, ამაღლებს განწყობას და მატებს თავდაჯერებულობას.

  1. ულთერაპია

ულთერაპია უნიკალური პროცედურაა, რომელიც სახის კანს ახალგაზრდულ იერს უბრუნებს. ის ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას; სახის ოვალის აღდგენას; წარბების, შუბლისა და ზედა ქუთუთოების აწევას; კანის ტურგორის გაუმჯობესებას და ნაოჭების შემცირებას.

  1. ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის გამახალგაზრდავებელი თერაპიური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენინება. პროცედურის ჩატარება მისაღებია ნებისმიერ ასაკში და ყველა ტიპის კანზე.

პროცედურა ხელს უწყობს:

  • კანის ღრმა დატენიანებას;
  • კანის ელასტიკურობის აღდგენას;
  • ლიფტინგი;
  • წვრილი ნაოჭების გასადავება;
  • კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება.
  1. ბოტულინოთერაპია

ბოტულინოთერაპია მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად იდეალური საშუალებაა. სრულიად უსაფრთხო ინექციის საშუალებით სწორდება მიმიკური ნაოჭები თვალის გარშემო (ე.წ. „ბატის ფეხები“), შუბლზე და წარბებს შორის - უკვალოდ ქრება... პროცედურა გრძელდება 15-20 წუთი უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე.

  1. 3 მაქს პლუსი

3 მაქს პლუსი სხეულის კორექციის აპარატული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ცელულიტის სამკურნალოდ, ლოკალური ცხიმის შესამცირებლად და მოშვებული კანის გასამკვრივებლად.

როგრამა შედგება 3 ეტაპისგან:

  • კავიტაცია;
  • რადიოსიხშირე;
  • ვაკუუმი.

კავიტაცია – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, სისხლის მიმოქცევას და შედეგად კანის კვებისა და განახლების პროცესები შესამჩნევად აქტიურდება. იმატებს კუნთების ტონუსი და უმჯობესდება ორგანიზმში ლიმფის ცირკულაცია. შესამჩნევლად უმჯობესდება კანის ზედაპირის სტრუქტურა და ხარისხი.

რადიოსიხშირე – ღრმა გათბობის ხარჯზე ძლიერდება უჯრედშორისი ჟანგბადის მონაცვლეობა. აქტიური კოლაგენზე ზემოქმედებით უმჯობესდება კანის ტონუსი და სისხლის მიმოქცევა.

ვაკუუმი – აძლიერებს ლიმფურ მიმოქცევას, რის ხარჯზეც უმჯობესდება დრენაჟი ერთ აპარატურულ მეთოდში გაერთიანებული 3 ფუნქცია იდეალურია სხეულის არასწორი რელიეფის მოდელირებისთვის.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა