Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, „თიბისი“ საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო „თიბისიმ“ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

“აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური ვალუტის გაცვლის ტრანზაქციებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესებს, ოპერაციების მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი ესაჭიროებათ, რომელიც ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს თავიდან. „თიბისი“ და კერძოდ ჩვენი ხაზინის გუნდი, სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Global Finance-ის გამომცემლის და მთავარი რედაქტორის, ჯოზეფ ჯიარაპუტოს თქმით, დაჯილდოვდნენ ის ბანკები, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

„პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური მომარაგების ჯაჭვის შეფერხება, სავალუტო კონვერტაციების პროცესში სანდო პარტნიორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ის ბანკები დავაჯილდოვეთ, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რომელთაც წარმატებით შეძლეს საკუთარი მომხმარებლების ცვალებად და გამოწვევებით სავსე პერიოდში მხარდაჭერა“, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა