ნინო წილოსანი - შალვა პაპუაშვილი თავისი სამუშაო გამოცდილებით და შინაარსით ძალიან პროდასავლურია - ის არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას განახორციელებს

შალვა პაპუაშვილი თავისი სამუშაო გამოცდილებით და შინაარსით ძალიან პროდასავლურია - ის ინსტიტუციის გაძლიერებისთვის არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას განახორციელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით განუცხადა.

ოპოზიციის შეფასებებს, რომ პაპუაშვილი ხისტია და მისი დანიშვნით „ქართული ოცნების“ გზავნილია, რომ არაფერს დათმობენ, წილოსანი „აბსურდულს“ უწოდებს.

„ოპოზიციისთვის საერთოდ პარლამენტს არ აქვს მნიშვნელობა. ისინი ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მუშაობენ საპარლამენტო ფორმატში. მათთვის რეალურად სულერთია, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე მათი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, თუმცა მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ შალვა პაპუაშვილი იქნება ნამდვილად ღირსეული და ის აუცილებლად განახორციელებს ინსტიტუციის გაძლიერებისთვის არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას, ისევე როგორც ჩვენს პარტიაში მისი შემოსვლა დაკავშირებულია სერიოზულ და მნიშვნელოვან მოვლენებთან, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს, ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არ არსებობს, „რატომ არის ცუდი და მიუღებელი“.

„ყველა ადამიანი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიდან რიგი ადამიანები თუ ამ კანონპროექტზე საუბრობენ, აქცენტს აკეთებენ მხოლოდ დაჩქარებულად მის განხილვაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საშემოდგომო სესია იხურება, ამ საკითხს ობიექტური ახსნა აქვს. თუმცა ამ რეფორმასა და ცვლილებებთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არის ეს ცუდი და მიუღებელი. პირიქით, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სწორედ ასეთი გამიჯვნა არის სწორი მოდელი, რომელიც საუკეთესო უცხოურ პრაქტიკაში არსებობს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. კიდევ ერთი საკითხი, რაც დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე გავა, საკანონმდებლო პაკეტია, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა