ჟოზეფ ბორელი - აბსურდია ის, რომ მოსკოვს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე დიალოგი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე სურს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებზე აშშ-სა და რუსეთს შორის იანვარში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირიც უნდა ჩაერთოს.

როგორც ბორელი აცხადებს, აბსურდია ის, რომ მოსკოვს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე დიალოგი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე სურს.

„თუკი მოსკოვს სურს ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხზე და უსაფრთხოების გარანტიებზე იანვრიდან დიალოგი დაიწყოს, მაშინ ეს საკითხი მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს არ ეხება. ევროკავშირი ამ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი უნდა იყოს, ასეთ მოლაპარაკებებს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმდინარეობს ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით და მონაწილეობით”, - აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისთვის მიუღებელია მის შესახებ რამე გადაწყვეტილების მიღება ბლოკის ჩართულობის გარეშე.

„ის, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკება ევროკავშირის ჩართულობის გარეშე, არის "აბსურდი". ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენი იქ ყოფნის გარეშე ჩვენს შესახებ არაფერი გადაწყდება”, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ბირთვული იარაღის კონტროლისა და უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის შესახებ დიალოგის გამართვას 10 იანვარს გეგმავენ. ამასთან, 12 იანვარს რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა იგეგმება, 13 იანვარს კი, სავარაუდოდ, მოსკოვსა და ეუთოს მუდმივ საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს