სუდანში ოქროს მომპოვებელი მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

სუდანის კორდოფანის პროვინციაში ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

სუდანის მინერალური რესურსების კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურული, უფუნქციო მაღარო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სოფელ ფუჯაში, დედაქალაქ ხარტუმიდან 700 კილომეტრში მდებარეობს. კომპანიამ განმარტა, რომ მაღარო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დახურული იყო, თუმცა ადგილობრივი მაღაროელები იქ სამუშაოებს თვითნებურად აწარმოებდნენ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იქ შემთხვევის დროს.

ცნობისათვის, სუდანის ოქროს მომპოვებელ მაღაროებში უბედური შემთხვევები ხშირია, რაც უსაფრთხოების არასათანადო სტანდარტებითაა გამოწვეული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო