ბორის ჯონსონი - რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფ პაციენტების 90% „ბუსტერ“ დოზით აცრილი არ არის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრან.

”ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ იმ ადამიანების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ამჟამად ჩვენი საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში რჩებიან, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან „ბუსტერ“ დოზით აცრილები. მე ვესაუბრე ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების 90%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ვაქცინირებული მოქალაქეები ჰოსპიტალიზაციის გაცილებით დაბალი რისკის ქვეშ არიან.

”თუ ვაქცინირებული არ ხარ, რვაჯერ უფრო დიდია ალბათობა, რომ საავადმყოფოში მოხვდები. ასე რომ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. აიცერით „ბუსტერით“ საკუთარი თავისთვის და ისიამოვნეთ ახალი წლის დღესასწაულით გონიერებისა და სიფრთხილის გამოჩენით,“- აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა