აზერბაიჯანში კორონავირუსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 8 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 615 842 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 597 754 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 756 კი - გარდაიცვალა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 46.7%-ზე მეტი არის აცრილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს