ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ინსპექტორის არსებული ინსტიტუტი და ორი ახალი ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბდება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის არსებული ინსტიტუტი და ასევე, ორი ახალი ინსტიტუტი, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.

ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განმარტა, თუ რატომ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არაკონსტიტუციური.

“არსებული ინსტიტუტი და ასევე, ორი ახალი ინსტიტუტი, რომელიც ამ პაკეტის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება, გარკვეულ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. მოქმედი კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფო მმართველობის სისტემას, კონსტიტუციურ მოწყობას, რომლის შემადგენლობაში კონკრეტული ორგანოები შედის. ეს არის ხელისუფლების სამი შტო: - პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება. არის რამდენიმე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, ამაში შედის: პრეზიდენტი, აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, ომბუდსმენი და ა.შ. არსებობს მარტივი კონსტიტუციური ლოგიკა, რომლის მიხედვით, ამ მოწყობის მიღმა რაიმე სხვა ორგანო არ შეიძლება არსებობდეს. თუ რაიმე ორგანო იქმნება, კანონით ეს ორგანო შეიძლება რომელიმე კონსტიტუციური ორგანოს ფარგლებში შეიქმნას - მაგალითად, პარლამენტის, მთავრობის ქვეშ, სასამართლოს ქვეშ ან რომელიმე სხვა ორგანოს ქვეშ. ეს პრინციპი თავიდან ბოლომდე დარღვეულია - ჩამოყალიბებულია ეკლექტური ინსტიტუცია, სადაც სუბორდინაცია არ იკვეთება. ეს არ არის დამოუკიდებელი ორგანო კლასიკური გაგებით, ეს არ არის კონსტიტუციური ორგანო ანუ ერთმნიშვნელოვნად და უხეშად ირღვევა კონსტიტუციური მოწყობის არსებული მოდელი.

მეორე პრობლემა, რაც ამ ინსტიტუციაში მდგომარეობს, არის ის, რომ კანონით სამ კონსტიტუციურ ორგანოს აქვს შეზღუდული მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. მაგალითად, პერსონალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს არის ომბუდსმენის ექსკლუზიური კომპეტენცია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ ამ ორგანოს ჩამოჭრილი აქვს და გადაცემული აქვს კონკრეტულ ეკლექტურ ინსტიტუციას. იგივე ეხება გამოძიებას, როგორც პროკურატურის, ასევე აღმასრულებელი შტოს, მთავრობის ექსკლუზიური კომპეტენციები აქვს ჩამოჭრილი და გადაცემული ეკლექტურ ორგანოს, რომელიც კანონის დონეზეა ჩამოყალიბებული. ეს სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც. ხვალ შეიძლება ვიღაცამ მოინდომოს და შექმნას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მაგალითად სასჯელაღსრულების სფეროში - ჩამოეჭრება კიდევ ერთი პატარა პორცია ექსკლუზიური კომპეტენციების ომბუდსმენს და გადავა გაუგებარი ორგანოს ქვეშ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თავის დროზე, როცა კანონი მიიღეს, მარტივი კონსტიტუციური ნორმები არ იქნა მხედველობაში მიღებული.

„მოგვიანებით იყო არაერთი მცდელობა, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი ეს ინსტიტუციური საკითხები, თუმცა, ხდებოდა ხელის საერთაშორისო რეკომენდაციებზე გაშვერა. საბოლოო ჯამში, ეს ინსტიტუტი კონსტიტუციასთან ვერ მოვიდა შესაბამისობაში. ეს არის ზოგადი პრობლემა, რაზეც ყურადღება უნდა გამემახვილებინა. როდის მოწესრიგდება ეს საკითხი არ ვიცი, დღეისთვის არის პოლიტიკური კონტექსტი, რის ფარგლებშიც ხდება ერთი ინსტიტუტის ჩანაცვლება ორი ინსტიტუტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა