ომბუდსმენის წარმომადგენელი - 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ - როგორც თავად ამბობს, სამი ჰიპერტენზიული კრიზი ჰქონდა

27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

საბა ბრაჭველის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას.

"შევხვდი როგორც ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად ამბობს პაციენტი, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის - ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი. დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა #100-ის ნახვა.

ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, 27-ში, სწორედ იმ მომენტის შემდეგ, როდესაც მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და როდესაც წავიდა, ამის შემდეგ მასთან შევიდა დაახლოებით ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც ჯერ სცადეს მისთვის საათის წართმევა, რა დროსაც ფიზიკურ იძულებასაც ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ მოხდა ფანჯრის სრულად დაგმანვა, თუმცა, მოგვიანებით ამოიჭრა მცირე სარკმელი, რომელიც ამჟამად მცირედით იღება. ჩემთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ შეიძლება შევიდეს ამ მცირე სარკმლის საშუალებით“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა