პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 30 დეკემბრის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ" პროექტს განიხილავს

პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მოამზადა. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება.

„ამნისტიის შესახებ" პროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა და რომლებსაც "პატიმრობის კოდექსით" გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება შეეზღუდათ, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე.

ამასთან, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდება პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე „სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები), წამებაზე (მუხლი 144/1 ), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2 ), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3 ), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323- ე-331/2 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები).

ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

პროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ამნისტია ვრცელდება ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!