ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას, არც ადამიანური რესურსი გააჩნია და არც იდეოლოგია, კიდევ უარესია ის, რომ არც ოპოზიციას გააჩნია უნარი, „ოცნება“ შეცვალოს

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური მიმართულებით, არც ადამიანური რესურსი გააჩნია და არც იდეოლოგია, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ არც ოპოზიციას გააჩნია იმის უნარი, რომ „ქართული ოცნება“ შეცვალოს. აი, ასეთი ვითარება გვაქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, ძაბირაძემ გადაცემაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ თანხმობას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის ურთულესი პროცესი.

"სალომე ზურაბიშვილმა თქვა, არ გამაჩნია არანაირი ბერკეტი ეს დაპირისპირებული მხარეები შევარიგოო, ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები. ეს არის ურთულესი პროცესი. ამას სულ სხვა მიდგომა უნდა. თუ მართლა ეროვნული თანხმობა უნდა იქნეს მიღწეული, მით უმეტეს თუ ლაპარაკია წარსულის ანალიზზე, ეს სულ სხვა თემაა. არამგონია დღეს საქართველოში მოიძებნებოდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ტვირთის აწევას შეძლებს. ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე.

რაც შეეხება ოპოზიციის გამოცოცხლებას, ოპოზიცია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ნაწილობრივ ისინი ამას აცნობიერებენ. რაღაც ჩასაჭიდს ეძებენ, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია თავის დამოკიდებულებებს არ ცვლის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ახალი რეალობა შექმნან და ეს რეალობა მოახვიონ მოსახლეობას.

„განა არსებული რეალობის ანალიზიდან გამომდინარე ცდილობენ რამე გეგმა აჩვენონ, არა, თავისი დღის წესრიგი უნდათ მოახვიონ მოსახლეობას, ეს არ მუშაობს და ამას ვერ ხვდებიან“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს