ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთის უზეანესი სასამართლოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვას ეხმაურება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება და ორგანიზაციას ფუნქციონირების საშუალება მისცეს. გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერი ვოლფგანგ ბუხნერი აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მას საერთაშორისო სამოქალაქო უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ორგანიზაცია „მემორიალის“ სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები იზრდება“, - განაცხადა მან.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილება 28 დეკემბერს მიიღო. გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ორგანიზაცია სისტემატურად არღვევს კანონს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. სასამართლო სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ქმნის ცრუ იმიჯს სსრკ-ს შესახებ და ხატავს მას, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს, ამასთან, რეაბილიტაციას უკეთებს ნაცისტ დამნაშავეებს“.