სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 968- მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 344 826 პირი დაინფიცირდა, 331 348 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს