იაგო ხვიჩია “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - თავი არავინ მოვიტყუოთ, თითქოს რაღაცას ვარეფორმირებთ!

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლოს ჩანასახების გაუქმებას უწყობს ხელს - თავი არავინ მოვიტყუოთ, თითქოს რაღაცას ვარეფორმირებთ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიამ ყურადღება კანონპროექტის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. ამავე პროექტით, ასევე დაგეგმილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება - მისი განახევრება ყველა ეტაპზე.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტუაცია მყიფეა, რადგან თუ საბჭოში დღეს მყოფი 10 კაციდან ერთი აზრს შეიცვლის, მოსამართლეებს ვერ დასჯიან.

“წარმოდგენილი ცვლილებების მიღების მიზანი შემდეგია: დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ ათი წევრი ჰყავს. ხუთი წევრი დასანიშნია პარლამენტის 90 დეპუტატის მიერ, მაგრამ ამ ხუთ კაცს იმის გამო ვერ ვნიშნავთ, რომ კონსენსუსს ვერ ვაღწევთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს ხუთი კაცი. საბჭოში არსებული ათი კაციდან ერთი დანიშნულია პრეზიდენტის მიერ. დანარჩენი ცხრა ადამიანი (საბჭოს მოსამართლე წევრები), ისეა, როგორც არის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებას მიღებას სჭირდება სრული კონსენსუსი ათი კაცის შემადგენლობით. რამე რომ მოხდეს და ერთ ადამიანს თავში რამე გადაუტრიალდეს, დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დასჯის საშუალებას კარგავს ანუ “ქართულ ოცნებას“ სასამართლოს სრული კონტროლის საშუალებას ერთმევა“, - განაცხადა იაგო ხვიაჩიამ. პარლამენტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით იხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა