ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კოვიდ ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.

„დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრს სამი სახის Covid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19 ის PCR ტესტი, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს მგზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე ტარდება: Covid 19-ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში) ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19 ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში) ფასი -120 ლარია. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19 ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით - 30 ლარი ღირს.

რაც შეეხება ,,იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება იუნიქში - 40 ლარი; PCR ტესტი - 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა