პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის პირს - 1000 ლარი, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში კი - 2000 ლარი ან 15 დღემდე პატიმრობა დაეკისრება

პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 81-ხმით, ერთხმად მიიღო.

კანონპროექტი მას შემდეგ მომზადდა, რაც 5-6 ივლისის აქციების დროს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დახიეს.

პროექტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც საქართველოა, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა