თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული

პრეზიდენტი სააკაშვილი ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული.

„ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობენ. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს და პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არის ძალიან მხნედ, ის ამბობს, ამ ბრძოლას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე, გამარჯვებამდე და მხოლოდ გამარჯვებული გამოვა ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა