ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თეთრი სახლiს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლიდერების საუბარი 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება “კოლოსალური შეცდომა იქნება” და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

თავის მხრივ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აშშ-სა და მისი მოკავშირეების სერიოზული ნაბიჯები მოჰყვება.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას დაიცავენ. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინი საუბრით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მათი დიალოგი დაგეგმილი შეხვედრებისთვის ნაყოფიერ ფუნდამენტს შექმნის.

“მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბირთვული ომის დაწყება არ შეიძლება, რადგან ამ ომის მოგება შეუძლებელია”, - განაცხადა უშაკოვმა.

აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე მოლაპარაკება იყო, რომელიც ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დეკემბერში შედგა. სატელეფონო ზარი რუსეთის მოთხოვნით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო