ძლიერი ხანძრის გამო აშშ-ის კოლორადოს შტატში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

აშშ-ის კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერთან ახლოს ტყეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო შტატის ხელისუფლებამ ქალაქების - ლუიზვილისა და სუპერიოდის მოსახლეობას სახლების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

ამასთან, შტატის გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა კოლორადოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძლიერი ქარი მალე ჩადგება და ხანძრის ჩაქრობა მოხერხდება. ის პირები, რომლებიც ხანძარმა დააზარალა მარტო არ არიან და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, -განაცხადა მან.

BBC წერს, რომ ამ დროისთვის შტატში ქარის სიჩქარე 105 კმ/სთ-ს აღემატება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა