მედია - ჩინეთის ქალაქ სიანში, სადაც მოსახლეობას გარეთ გასვლა ეკრძალება, საკვების დეფიციტია

ჩინეთის ქალაქ სიანში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, საკვების დეფიციტია, - ამ ინფორმაციას მედიასაშუალებები ქალაქის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ინფორმაციით, მართალია ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქში, სადაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საკმარისი საკვებია, თუმცა ადგილობრივები პროდუქტების სიმცირეზე საუბრობენ.

მათი თქმით, პროდუქტების შესაძენად ყოველ მეორე დღეს გასვლის უფლება თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთ წევრს აქვს, თუმცა, მაღაზიების დახლებზე პროდუქტების ნაწილი ამოწურულია. 23 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონ მცხოვრებს ქალაქის დატოვება აეკრძალა. ადგილობრივები სიანის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ დამსაქმებლისგან სპეციალური ნებართვა ექნებათ და ამასთან, კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დროისათვის ქალაქში „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევა არ დადასტურებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა