მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2022 წლის დადგომა  უკვე იზეიმეს

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა იზეიმეს. 2022 წლის დადგომას ყველაზე ადრე წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოები - ტონგა, სამოა და კირიბატი ზეიმობენ. ახალი წელი უკვე აღნიშნეს ახალ ზელანდიაშიც. 2022 წლის დადგომას ფოიერვერკებით შეხვდნენ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში.

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 2022 წელს ტრადიციული გრანდიოზული ფოიერვერკებით შეხვდნენ, რომელიც 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ფოიერვერკების გრანდიოზული შოუსთვის 80 000-ზე მეტი პიროტექნიკა გამოიყენეს.

მომდევნო საათში ახალი წელი დადგება იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს