შალვა პაპუაშვილი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება  - ისე როგორც არასდროს, საქართველოს ურთიერთთანადგომა სჭირდება

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ურთულესი გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ მომავალს იმედით ვხვდებით.

მისივე თქმით, „2022 წელს პარლამენტი, როგორც ხალხის ნების უშუალო განმახორციელებელი, აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას“.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო!

საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ ახალ წელს და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას. ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ახალი წლის ღამეს ყველა თაობისთვის საყვარელი ტრადიციები ცოცხლდება და ყველა ოჯახში განსაკუთრებული გარემოა. მინდა გამორჩეულად მივულოცო ახალი წელი ჩვენი ოჯახების ასაკოვან წევრებს, რომლებმაც ეს ტრადიციები შემოგვინახეს და ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის ღამის განსაკუთრებულობას არ გვავიწყებენ.

დღეს, ყველა ერთად ვემშვიდობებით ურთულესი გამოწვევებით სავსე წელს და მომავალს იმედით ვხვდებით. პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.

2022 წელს პარლამენტი, როგორც ხალხის ნების უშუალო განმახორციელებელი, აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება; ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და აქტიურობა კი - გადამწყვეტი. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ საერთო მომავალი გვაერთიანებს. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალია საქართველოს ერთიანობა, წინსვლა და განვითარება. ამიტომ დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება. ეს არის ის, რასაც გვავალდებულებს ჩვენი საამაყო ისტორია, უნიკალური კულტურა და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლის წინაშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და განვითარების წელი იქნება“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა