კოლორადოს შტატში ხანძრის შედეგად ათასამდე სახლი დაზიანდა, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება

კოლორადოს შტატში, ბოულდერის მუნიციპალიტეტის ორ ქალაქში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასამდე სახლი გაანადგურა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ბოულდერის ოლქის შერიფის ჯო პელეს განცხადებით, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება და ისინი ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებიც ხანძარმა გაანადგურა.

ოფიციალური პირებმა თავდაპირველად აღნიშნეს, რომ ხანძრის გაჩენა ქარის მიერ ჩამოგდებული ელექტროგადამცემი ხაზების ნაპერწკლებმა გამოიწვია, თუმცა კომუნალური კომპანიის Xcel Energy-ს ინსპექტირების შედეგად დაზიანებული ან ჩამოგდებული ხაზები ხანძრის სავარაუდო წყაროსთან არ აღმოჩენილა. ქალაქ დენვერთან ახლოს ტყეში ძლიერი ხანძარი 31 დეკემბერს გაჩნდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო შტატის ხელისუფლებამ ქალაქების - ლუიზვილისა და სუპერიოდის მოსახლეობას სახლების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა