სუდანის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას CNN მინისტრის განცხადებაზე დაყრნობით ავრცელებს, რომელიც მან Youtube პლატფორმაზე გამოაქვეყნა.

მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს. მან ასევე შეაქო სუდანელი ხალხი საპროტესტო აქციების დროს „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ მოთხოვნის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ ისინი ნამდვილად მიიღებდნენ უკეთეს მომავალს მათი რევოლუციური ენთუზიაზმით.

25 ოქტომბერს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას სუდანის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. გადატრიალების დროს აბდალა ჰამდოკი დროებით დააკავეს. ქვეყნის სამხედრო უფროსმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა, ნოემბერში ჰამდოკი პოზიციაზე აღადგინა, როგორც სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების ნაწილი. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას და გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვენ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა