სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 983- მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 345 036 პირი დაინფიცირდა, 331 998 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.