ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე - ჩემი გადადგომა ახალ მინისტრს არ უკავშირდება - პირადი გადაწყვეტილებაა, ცოტა უნდა დავისვენო

გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და მისი თანამდებობიდან წასვლა ახალი მინისტრის დანიშვნას არ უკავშირდება.

როგორც წოწკოლაური „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, თანამდებობის დატოვებაზე ინფორმირებული იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

„თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე. წლის ბოლოს აღვასრულე დიდი და რთული შრომიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავწიეთ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ცოტა უნდა დავისვენო, შემდგომში უფრო მეტად ნაყოფიერად უნდა გავაგრძელო მუშაობა, სადაც სამშობლოს დასჭირდება. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ ეს აუცილებელი იყო. ეს არ უკავშირდება ახალ მინისტრს. ეკატერინე ტიკარაძესთანაც მქონდა აღნიშნულ საკითხზე საუბარი“, - განმარტავს წოწკოლაური.

ცნობისთვის, გიორგი წოწკოლაური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს