ირანის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ორი წლის წინ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში მისი როლის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს შურისძიება მოუწევს.

"როგორც მთავარი კრიმინალი და მკვლელი, რომელმაც ერაყში სოლეიმანის კოლონაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, უნდა წარდგეს „ღვთის განაჩინების“ წინაშე", - აღნიშნა მან.

რაისიმ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო, რომელზეც დონალდ ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან.

"თუ არა, ეჭვი არ შეგეპაროთ და ამას ვეუბნები ყველა ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომ შურისძიება დადგება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 2020 წელს ბაღდადის აეროპორტთან აშშ-ის სარაკეტო დარტყმის დროს „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს