2021 წელს ესპანეთში ჩასვლის მსურველ ზღვაში დაკარგულ და დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობა გაორმაგდა

2021 წელს ესპანეთში ჩასვლის მსურველ ზღვაში დაკარგულ და დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი Walking Borders-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, გასულ წელს ესპანეთის საზღვრებამდე მიღწევის მცდელობისას ზღვაში 4400 მიგრანტზე მეტი დაიკარგა, რომელთა შორის 205 ბავშვი იყო.

მათივე შეფასებით, 2021 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი 2018 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალია. მონიტორინგის ჯგუფში მიიჩნევენ, რომ ზღვაში დაკარგულ და დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობის ზრდას სულ უფრო სახიფათო მარშრუტები და გაუმართავი ნავები იწვევს.

Walking Borders-ის მონაცემებით, ზღვაში დაკარგულ და გარდაცვლილ მიგრანტთა 90% კანარის კუნძულებისკენ მიმავალ გზაზე ატლანტის ოკეანეში ჯამში 124 ნავის ჩაძირვისას დაიკარგა. ამასთანავე, ესპანეთის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 39 000-მა მიგრანტმა წარმატებით მიაღწია ესპანეთის საზღვრებს ზღვისა და ხმელეთის გავლით გასულ წელს, რაც წინა წლის მაჩვენებლის იდენტურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა