1-ელი იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა

2022 წლის 1-ელი იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი ელექტრონული პორტალი შეიქმნა, სადაც რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები; სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები; საზოგადოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია განთავსდება.

კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომელთა გამოყენება საწარმოს სურვილის შესაბამისად შეეძლება.

სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია ვებგვერზე: www.matsne.gov.ge.

ახალი რეგულაციებით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ 2 წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 წლის განმავლობაში მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა