მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები, არ მგონია, რომ ეს სწორი და არგუმენტირებულია

ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების პოზიციები და ზოგიერთი დიპლომატისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები და შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა - ეს კარგი ტენდენცია არ არის და ხელისუფლებას დიდი სურვილია, ჩვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოზიციები აბსოლუტურად სინქრონული და შეთანხმებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული საყვედურები სამათლიანი და სწორი არ არის.

“ასეთი შეფასების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. გავრცელებული განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი