აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

აშშ-ში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც მსოფლიოში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მეტი შემთხვევაა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 1 080 211 პირს დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდა კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, ქვეყანაში ბოლო დღეებია ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის ვერტიკალურად იზრდება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის პიკის მდგომაროება და ინფიცირებულთა ახალი რეკორდი ქვეყანაში შესაძლოა კიდევ დაფიქსირდეს. პანდემიის დაწყების დროიდან აშშ-ში კორონავირუსის 57 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 848 000-ზე მეტი პირი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა