ჯანმო - უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ "ომიკრონი" უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე წინა ვარიანტები

უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ ​კორონავირუსის Omicron ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, იწვევს უფრო მსუბუქ სიმპტომებს, ვიდრე წინა ვარიანტები. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ კვლევას, რომელიც მიუთითებს, რომ "ომიკრონი" აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს", - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

როგორც ჯანმო-ს ინციდენტების მენეჯერმა აბდი მაჰამუდმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა,"ეს შეიძლება იყოს კარგი ამბავი".

"მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი კვლევა ამის დასამტკიცებლად", - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, "ომიკრონ" ვარიანტი ნოემბერში აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ის სწრაფად ვრცელდება და სულ მცირე 128 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს