ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე შეხვედრას გამართავენ

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 7 იანვარს შეხვედრას გამართავენ. ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგება.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას უკრაინასა და მის ირგვლივ, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა