კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა აღარ ჩატარდება

რიო-დე-ჟანეიროს მერის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ფონზე და „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა აღარ ჩატარდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მეორე წელია, რაც ქვეყანაში ქუჩის მსვლელობა უქმდება.

მიუხედავად ამისა, წინა წლისგან განსხვავებით, რიოს სამბას სკოლების სანახაობრივი ღონისძიების ნახვა სამბადრომზე ადამიანებს წესების დაცვით შეეძლებათ.

კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა უქმდება ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც.

სამშაბათს ჯანდაცვის სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 759 ახალი შემთხვევა გამოავლინა, გარდაიცვალა 175 ადამიანი. ქვეყანაში „ომიკრონის“ 170 შემთხვევაა დადასტურებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს