დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაეხმარება მათ საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში.

„ჩვენ მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. არა ერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს, როცა ჩვენი დაფინანსებული დევნილები და ეკომიგრანტები უკვე თავად ხდებიან დამსაქმებლები“, - აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 1000-ზე მეტი დევნილი და ეკომიგრანტი უკვე დააფინანსა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა