სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება

საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება - კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, საგამოძიებო კომისიის შექმნა 5 ივლისის მოვლენებზე და კორუფციულ საქმეებზე. ჩიხლაძის თქმით, გამორიცხული არ არის სხვა საგამოძიებო კომისიებიც შეიქმნას, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციონერ კოლეგებთან საუბარი ექნებათ.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ოპოზიციის ხელში. ჩვენს ფრაქციას მანამდეც ჰქონდა ინიციატივა, მაგალითად, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, "ლელოს" ჰქონდა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ოპოზიცია სრულად არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ახლა კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჩვენგან საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ექნება. მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიების შექმნა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლა, ასევე 5 ივლისთან, სხვადასხვა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ სხვა კომისიების შექმნასაც და ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან დიალოგი,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“ შეისწავლის. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა