მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ალმათის ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში შეიჭრნენ

ყაზახეთში პროტესტის მონაწილეები ქალაქ ალმათის ადმინისტრაციულ ცენტრზე თავდასხმას განაგრძნობენ. წინასწარი ინფორმაციით, მომიტინგეებმა ალმათის ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში შეღწევა შეძლეს, სადაც ჩამსხვრეულია ფანჯრები და კარებები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ადმინისტრაციულ ცენტრთან შეკრებილი მომიტინგეები არმატურებით, ჯოხებითა და ფარებით არიან აღჭურვილები.

გამოსვლები ყაზახეთის სხვა რეგიონებშიც გრძელდება. "რადიო თავისუფლების" ყაზახეთის ბიუროს ინფორმაციით, ქალაქ აქტაუს ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი რჩება.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს