მედია - ალმატის მერიის შენობაში ხანძარი გაჩნდა, ისმის სროლის ხმაც

ყაზახეთის ქალაქ ალმატის მერიის შენობაში ხანძარი გაჩნდა, ისმის სროლის ხმაც, - ამ ინფორმაციას გამოცემა Reuters სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მედიის ცნობით, ცეცხლი უკიდია პროკურატურის შენობასაც.

ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთში პროტესტის მონაწილეები ალმატის ადმინისტრაციულ ცენტრზე თავდასხმას განაგრძობენ. მომიტინგეებმა ალმატის ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში შეღწევა შეძლეს, სადაც ჩამსხვრეულია ფანჯრები და კარებები. გამოსვლები ყაზახეთის სხვა რეგიონებშიც გრძელდება. "რადიო თავისუფლების" ყაზახეთის ბიუროს ინფორმაციით, ქალაქ აქტაუს ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი რჩება.

შეგახსენებთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა